ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლებმა პოლიცია ხმაურის გამო გამოიძახეს.
„რაღაც ხმაური შემოგვესმა და შეგვეშინდა. დავურეკეთ პატრულს.. როგორც გვითხრეს ქალი არის მოკლული”,- უთხრეს „პრაიმტაიმნიუსს“ ადგილობრივებმა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.











