„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ აფრიკაში ვირუსის სწრაფად გავრცელების პროცესს ვხედავთ“, – ამის შესახებ WHO-ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.
ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ სიტუაციას და სოლიდარობა გამოვიჩინოთ დაზარალებული ქვეყნების მიმართ“,- განაცხადა რაიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის 57 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











