fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კუჭავა Freedom House-ის პრეზიდენტს ესაუბრა

15:39 ივლისი 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
815
ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა Freedom House-ის პრეზიდენტს, მაიკლ აბრამოვიჩს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

ძირითადი საკითხი, რის გარშემოც აზრთა გაცვლა მოხდა შეეხებოდა გლობალურ დემოკრატიას  და ამ კუთხით, საქართველოს, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ქვეყანაში თავისუფლების მაღალი სტანდარტის დაცვის კუთხით.

მაიკლ აბრამოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ფლობს ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის განვითარების შესახებ. საუბრისას, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მაიკლ აბრამოვიჩმა ყურადღება გაამახვილა, იყო მომავალი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ქვეყანაში არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებას.

ამ კუთხით, ვიდეოკონფერენციისას აღინიშნა თავად Freedom House-ის მიერ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საარჩევნო ცვლილებები არის მაღალი პოლიტიკური პლურალიზმისა და ქვეყნის სანდო საარჩევნო სისტემის შედეგი.

მაიკლ აბრამოვიჩმა ორგანიზაციის სახელით აღნიშნა, რომ მიესალმებიან ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს, კერძოდ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც არის როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქართველი ხალხის მოლოდინების გამართლება. ეს არის მიღწევა როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე, მათთან ერთად, რეფორმირების პროცესში აქტიურად ჩართული სამოქალაქო საზოგადოების.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებაზე და ამ პროცესში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ხელშეწყობით დაფუძნებული ლუგარის ლაბორატორია გადამწყვეტ როლს ასრულებს არსებულ სიტუაციაში.

კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა, Freedom House-ის პრეზიდენტს, მაიკლ აბრამოვიჩს ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობისთვის. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ონლაინ შეხვედრა იყო, რადგან ორგანიზაციის პრეზიდენტმა პირველად გამოთქვა სურვილი, პირადად გასაუბრებოდა ქართული მხარის წარმომადგენელს და თავად გაეზიარებინა საკუთარი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, რომ ის სრულად იზიარებს რწმენას, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა უპირველესად უზრუნველყოფს საერთაშორისო მშვიდობას და პარლამენტის სახელით მიესალმება ორგანიზაციასთან შემდგომ თანამშრომლობას, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძე, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ხურციძე და Freedom House-ის დირექტორი ევროპისა და ევრაზიის პროგრამებში მარკ ბეჰრენდტი.

თეგები: კახა კუჭავაფრიდომ ჰაუსი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

ოქტომბერი 9, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია