ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მათ ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავარიის გამო ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.











