გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, რუსთაველის გამზირზე სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა დაჭრეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხაბაზს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულიხსმხობს.
დაკავებული, ჯერჯერობით, არავინაა.











