დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა.
მისივე თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო.
„იგრძნობა ქვეყანაში ცოტა მოშვება და იმის ილუზია, რომ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი, შედეგი გვაქვს, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. მაგრამ ხაზს ვუსვამ, მდგომარეობა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ განსაკუთრებით სიფრთხილით ვეკიდებით ამ ორ კლასტერს, გარდაბანში, გაჩიანის დასახლებასა და ლილოს ბაზრობას. ამიტომ აქ მიმდინარეობს ინტენსიური, გაფართოებული კვლევები“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1131 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 920-მდე.











