გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული სულ 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი – 51.
უკვე მეექვსე დღეა, რაც სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, ადგილზე პროდუქტების შეტანა-გატანა შეუფერხებლად ხორციელდება. მისივე თქმით, დღის განმავლობაში 4-დან 5 ტონამდე მწვანილი გააქვთ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1145 შემთხვევაა გამოვლენილი.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 927, ხოლო გარდაიცვალა 16 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში – 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ს შეადგენს.











