ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
„დღეს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 248 ადამიანი. 10 პაციენტიდან 5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, 4 შემოტანილი შემთხვევაა, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა.
ჩვენ დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს. დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, სამივე გახლავთ შემოტანილი შემთხვევა. ერთი არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომაროება საშუალოდ მძიმეა
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით კარანტინის რეჟიმის გამკაცრების საჭიროება არ არსებობს. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ინფიცირებულების რაოდენობა დღეში ერთი იქნება თუ მეტი, რეგულაციების დაცვა მაინც აუცილებელია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ ინფექციის 1055 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 929, ხოლო გარდაცვლილი 16.











