ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა.
დღეს ცოლ-ქმარი შეიყვანეს, რომლებსაც ბაქოშო მოგზაურობის ისტორია აქვთ და წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.
„შემოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა”, – ამბობს კლინიკის მთავარი ექიმი თეიმურაზ ნადირაძე.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 7 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით:
ქვეყნის მასშტბით ინფიცირების 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 303.
გარდაიცვალა – 13.











