აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ყველა წევრისა და მთლიანი პერსონალისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, ნებისმიერი, რომელიც ახალ წესს დაარღვევს, პალატიდან დათხოვნილი იქნება.
„ყველა წევრმა და მთლიანმა პერსონალმა უნდა დაიცვას ეს მოთხოვნა, როგორც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ასევე, პალატაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვების კეთილდღეობის მიმართ პატივისცემის ნიშანი”, – აღნიშნა მან.











