გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს, რომ ავტომობილის ექსპერტიზა მისი ოჯახის ადვოკატის თანდასწრებით მოხდეს.
“ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი, რაც ლეპტოპზე გააკეთეს იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი არ მაქვს. ყველაფერი იქნება წაშლილი, ყველანაირ კვალს აქრობენ…
მე უფრო პროკურატურას, ბატონ შოთაძეს ვენდობი ვიდრე იმათ.
მიხვალ, იგივე ზღაპრებს გიყვებიან. ამიტომაც ვთხოვ მთავრობის მეთაურს ჩაერთოს საქმეში, იმის შიში მაინც ექნებათ, ძალა აქვს გახარიას.
არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს, რატო აჭიანურებენ? საქმეც მაგაშია ეტყობა მაგის უკან ვინც დგას ეუბნება გაჩერდით, გაჩუმდით.
ერთი რამე ვიცი, რომ შვილი მომიკლეს, ნიჭიერი ბავშვი მომიკლეს, ჩათვალეთ რომ მეც მომკლეს და ამის უკან ვინ დგას?! ეს საქმე როდის გაიხსნება?! რისი იმედი უნდა მქონდეს?! არ ჩაერთვება მთავრობის მეთაური, აქ უკვე ვატყობ ყველანაირად სხვანაირად მიდის საქმე” – ამბობს ბაჩალიაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.











