ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
მისი თქმით, დღეს კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 203 პაციენტი მკურნალობას, საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 16 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.
„გამოჯანმრთელებულებიდან მხოლოდ 4 დაგვემატა და გახდა 1058. ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში.
ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს“,- აცხადებს ეზუგბაია.











