ვანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომანქანა ამოტრიალდა, რის შედეგადაც ხრამში გადავარდა და ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ცხედრის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.











