თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით, ფეხის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, მას არტერია აქვს გადაჭრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.











