ფოთში მოტოციკლი მალთაყვის ხიდიდან გადავარდა. მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ავტორი: თეა შონია











