სოფელ აწყურთან, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მათივე ცნობით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით 70- მდე მეხანძრე – მაშველი რჩება. გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.











