საქართველოს პროკლურატურა მზად არის სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები გააცნოს. ამასთან დაკავშირებით პროკრუატურა განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა დღეს გაავრცელ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარია ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება.











