ხელვაჩაური-ბათუმის N7 სამარშუტო ხაზზე კორონავირუსი გამოვლინდა. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ყველას მოუწოდა, რომ ვისაც ამ სამარშუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, მიმართოს შესაბამის ლაბორატორიებს და კარვებს, სადაც ისინი უფასოდ შეძლებენ ტესტირების გავლას.
როგროც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.











