ახალციხეში ბაიკერთა რბოლის დროს 8 წლის მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა.
დაშავებული ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











