„ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, „ქართული ოცნებაა“,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ეს არის ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი.
„ეს არის ისევ ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც გვთავაზობს ეს ორი პოლუსი. მთავარი გამოწვევა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობისა და არჩევნების არის სწორედ ამ ორპოლუსიანობის გარღვევა. “ლელო” არის პარტია, რომელიც შეძლებს რომ ეს გააკეთოს არჩევნებზე“,- განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებსს.











