ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც მუშაობის ნებართვა 614 სკოლაზე გაიცა.
მისი თქმით, 81-მდა სკოლამ დაწესებული წესები ვერ დააკმაყოფილა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია.
ამასთან, შემოწმებული 10 უნივერსიტეტიდან, ნებართვა ყველამ მიიღო.
„მიმდინარე დღეებში დაახლოებით 5000-მდე ობიექტზე გაიცა კვლავ რეკომენდაცია, გაფრთხილება იმისთვის, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები დაიცვან. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. ჯარიმა ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჯერ ხდება გაფრთხილება“,-განაცხადა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება, უნივერსიტეტის ნაწილმა კი სწავლა უკვე დაიწყო.











