fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

12:31 სექტემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაეთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას მისი მომხრეების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

ბოტკოველის ინფორმაციით, თელავში, კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მისი მხარდამჭერი ბანერების განთავსების შემდეგ, მესაკუთრეების პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყო.

„თელავში, საკუთარ სავაჭრო ობიექტზე, სულხან ჭარბაძემ, გამოაკრა ჩემი ბანერი, რის შემდეგაც, მას საშემოსავლო სამსახური შეუგზავნეს და დოკუმენტაციას უმოწმებენ. ყვარელში, ჩემი ბანერის საკუთარ სახლზე განთავსების შემდეგ, 7 სექტემბერს, სამსახურიდან გაანთავისუფლეს სამუსიკო სკოლების გაერთინების დირექტორი, მრავალშვილიანი დედა, თამარ გიგილაშვილი. სოფელ ჩანტლისყურეში, კი, ერთ- ერთ პედაგოგს, საათები გაუნახევრეს. ეს არის პოლიტიკური დევნა და სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ ჩვენ განცხადებით მივმართავთ პროკურატურას“ – განაცხადა ბოტკოველმა.

სავაჭრო ობიექტის მესაკუთრემ, სულხან ჭარბაძემ დაადასტურა, რომ საშემოსავლო სამსახური მის ორგანიზაციაში დოკუმენტებს ნამდვილად ამოწმებს.

„ჩემი შემოწმება ყოველთვის არჩევნებს რატომ ემთხვევა? შემამოწმონ, ყველაფერი გამჭვირვალე მაქვს, მაგრამ ახლა, პანდემიის დროს, როცა ბიზნესი სულს ღაფავს, სხვა რა ვარაუდი უნდა მქონდეს?“ .-განაცხადა ჭარბაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებას „ ქართული ოცნების” თელავის შტაბში უპასუხეს. შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მათ ამ ფაქტებთან კავშირი არ აქვთ.

„არასერიოზულია ამაზე საუბარი. ჩვენ ვართ წინსვლაზე ორიენტირებული პარტია და ბანერებს არ დავდევთ. სასაცილოა, რომ ეს პოლიტიკური პარტია საუბროვს ჩვენი მხრიდან ძალადობაზე და პოლიტიკურ ზეწოლაზე, არ ლაპარაკობს თავად ბიზნესმენი, რომელსაც თითქოს ავიწროებენ. ჩვენ მყარად ვიმარჯვებთ და რეპრესიები არც აქამდე გვჭირდებოდა და არც ახლა გვჭირდება“ – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

კახეთის ორ გაეთიანებულ ოლქში, დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნებიდან“, მაჟორიტარობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: კახეთიმაჟორიტარი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დედოფლისწყაროში კორონავირუსის შემთხვევების გამო შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა

ოქტომბერი 15, 2021
810
საზოგადოება

მესამე დღეა, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება დაიძაბა – სკოლები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადიან

ოქტომბერი 8, 2021
785
რეგიონები

ვაქცინაციის ჩატარება კახეთში, სოფლების ამბულატორიებშიც იქნება შესაძლებელი

სექტემბერი 14, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია