ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგო ემსხვერპლა.
შემთხვევა სკოლის წინ მოხდა. გოგონამ, რომლიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.
12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო ექსპერტ კრიმინალისტები და პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.











