NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ, 59%-მა არ იცის, არჩევნებში ხმას ვის მისცემს.
ვის მისცემს ხმას გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ 36%-ს.
მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს.
მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია, მათ შორის 17% აქვს ქართულ ოცნებას, 5% ნაციონალურ მოძრაობას, ასევე 5% სხვა პარტიებს.











