გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, იანვარ-ივნისში მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 460 მილიარდი დოლარით იზარალა. ინფორმაციას france24 ავრცელებს.
მიზეზი საერთაშორისო მოგზაურობის შემცირებაა.
„იანვარ-ივნისის პერიოდში მიღებული ზარალი 5-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს“, – ნათქვამია მადრიდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
2020 წლის პირველ ნახევარში ტურისტების საერთაშორისო მგზავრობის მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა.
ბოლოს ტურისტების რაოდენობა 2009 წელს შემცირდა, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა მაჩვენებლის 4%-იანი ვარდნა განაპირობა.
გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, მსოფლიოს 2009 წლის მაჩვენებელთან დასაბრუნებლად 2-4 წელი მაინც დასჭირდება.











