ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინზე განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
„დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ვალდებული ვარ რომ საჯაროდ განვაცხადო.
კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს.
მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით და მისი გამონათქვამებიც გვახსოვს.
რაც ჩვენთვის არის ცნობილი იმას გეტყვით: გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ტერიოტორიაზე ჩეჩენის მიერ ხდებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვდაცია. თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ ჩვენ გავაძლიერეთ მისი დაცვა. ვიფიქრეთ რომ ეს იყო ხელისუფლება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მთავარი არხის გენერალური დირექტორი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვას ჟურნალისტის მიერ 1 წლის წინ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უცენზურო გამონათქვამებს უკავშირებს.











