მორაგბე სანდრო საკანელიძის განმარტებით, რამაზ ხარაზაშვილი და მერაბ ბესელია რაგბის კავშირში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, რაგბის კავშირში ფინანსები არამიზნობრივად იხარჯება, პროკურატურა კი ხარჯებს უკვე 3 კვირაა იკვლევს.
„ის მმართველობა, რაც ბოლო 8 წელია აქ არის, ჩვენთვის მიუღებელია. ამაზე შიგნიდან ვიბრძოდით, 5 წელი გარეთ არ გამოგვქონდა პრობლემები. ამან არ იმუშავა, როგორც ჩანს, შემდეგ მოგვიწია გარეთ გამოტანა.
3 კვირაა რაც პროკურატურაა შემოსული და იკვლევენ ფინანურ საკითხებს. პროკურატურა ყველაფერს უფრო კომპეტენტურად იტყვის.
არ ვიცი რა მოხდა დღეს. კოვიდთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, ხარაზიშვილი აქ ყოველთვის დადის, რადგან საბჭოს წევრია. როგორც ვიცი, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთ“, – განაცხადა საკანდელიძემ.
ცნობისთვის, დღეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ „შვიდკაცას“ ნაკრების კაპიტანი დაჭრა.
ვინ არის მორაგბე, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დაჭრა











