გურიას მტაცებლები ცხოველები შემოესია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ადგილობრივები მგლების შემოსევას და მტაცებლებისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.
მოსახლეობის განმარტებით ბოლო თვეებია მტაცებლები დასახლებულ პუნქტებთანაც ჩნდებიან.
„ჩემს მეზობელს ორი წლის მოზვერი შეუჭამა ასევე ვნახეთ მტაცებლებისგან დაგლეჯილი ძაღლებიც. მე როგორც მითხრეს მგლის ორი ლეკვი მდინარის პირას უპოვიათ და მოუკლავთ უბრალოდ იმდენად ახლოს არიან დასახლებულ პუნქტთან, რომ გარეთ გამოსვლის სერიოზულად გვეშინია ღამე მეზობელთანაც ვერ მივდივართ,“ – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.









