ქვეყნის მასშტაბით, 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.
„კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11 მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 75-ის კი მძიმე. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან ერთი კრიტიკული, 4 კი მძიმე პაციენტია“, – ამბობს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 182 ადამიანი დაინფიცირდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.











