პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 18 ივლისს ბოლოს თამარი მანქანით იმ ადგიალას მივიდა, სადაც 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
„18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:00 წთ-ზე. 10 საათსა და 15 წთ-ზე იგი მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის სახლში. ამის შემდეგ გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.
გუგლის თაიმლაინის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა მისი გადაადგილება 18 ივლისს მარნეულის მიმართულებით სოფლების, თელრთის, წალასყურის, კუმისის და კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში და მიდის თეთრიწყაროს მიამრთულებით.
გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12 საათსა და 13 წუთზე, ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსბულ ადგილზე. ეს ადგილი მისი გუგლის ანგარიშის თაიმლაინის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს აღმოჩენილი იქნა ადგილზე“,- განაცხადა პროკურორმა.
რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს
რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს
Posted by PRIME • ვიდეო on პარასკევი, 18 სექტემბერი, 2020
ნახეთ სრულად: ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – ექსპერტიზის დასკვნა











