ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 20 სექტემბერს, რესტორან „პალადიუმში“ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კლინიკის ექიმის ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულმკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.











