ბევრგან მიმუშავია და სიყალბესთან საქმე არასდროს მქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მატყობთ რამეს, რომ ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ცენტრის ხელმძღვანელი არის თქვენი მონა-მორჩილი.
მე ბევრგან მიმუშავია და არასდროს სიყალბესთან საქმე არ მქონია. ასე რომ, მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა. მე არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სტატისტიკის ცენტრი, სადაც ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება – რამდენი დიაბეტიანია, რამდენი ინფარქტის ახალი შემთხვევაა და ა.შ.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განყოფილება, ამით მე ვამაყობ და ასეთ რამეს არ დავუშვებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.











