საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს.
მისი თქმით, ჯერჯერობით მათ ამ საკითხზე საჯარო საუბარი არ სურთ.
„სახალხო დამცველის ოფისს დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. თუმცა, ეს პირები მზად არ არიან საჯაროდ ისაუბრონ ამის თაობაზე. ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. იმედს გამოვთქვამ, ყველა სავარაუდო დაზარალებული მიმართავს გამოძიებას , გამოძიება კი ობიექტური იქნება ამ საქმეებთან დაკავშირებით,”-განაცახადა ნინო ლომჯარიამ.










