თელავი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 მგზავრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი სამარშრუტო ტაქსი, ბორდიურს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
მიკროავტობუსს ყვარელში რთველში სამუშაოდ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან დაქირავებული მუშა-ხელი გადაჰყავდა.
რვა დაშავებული, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ოთხი წლის მცირეწლოვანი კი მენჯ-სახსრის მოტეხილობის გამო, თბილისშია გადაყვანილი.
კლინიკის მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, გადაუდებელი ოპერაცია, უკვე ოთხ პაციენტს ჩაუტარდა.
„ერთს ყვარელში ჩაუტარდა ოპერაცია და აქ გადმოიყვანეს. დანარჩენებს აქ უკეთებენ. არასრულწლოვანი, თბილისშია გადაყვანილი, რადგან ბავშვთა რეანიმაცია არ გვაქვს.
ძირითადად ტრამვული დაზიანენები და მოტეხილობებია“, – განაცხადა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











