თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილია,- განაცხადა ენდელაძემ.











