ამერიკის ელჩი კელი დეგნანი კახეთს ესტუმრა. საელჩოს ინფორმაციით, დიპლომატმა მოინახულა ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი, რათა პირადად გაცნობოდა აშშ-ის მთავრობის ინვესტიციებს, რომელიც ეხმარება ფერმერებს და მცირე ბიზნესებს გაფართოებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს ყველა რეგიონში ეკონომიკის გაძლიერებაში.
„ელჩი დეგნანი შეხვდა რძის, ღვინის, ხილისა და თხილის მეწარმე ფერმერებს, რომლებიც გაუმჯობესებული წარმოების ტექნოლოგიისა და სარეალიზაციო ბაზრის გაფართოების მეშვეობით სარგებლობენ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციით“, – წერია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.











