კოვიდინფექცია ქუთაისის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსი მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუფიქსირდა.
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა და მთელი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
სკოლა სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
რაც შეეხება რეგიონის სკოლებს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელში კურსებში ერთი ოჯახის რამდენიმე მოსწავლეს ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და სწავლებას დისტანციურად განაგრძობენ.
ავტორი: კესო მოლაშხია











