თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა 19 ოქტომბერს დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის სამუშაოები 2 წელი გაგრძელდება.
„დაახლოებით ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის დასრულებას და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჩვენ ყოველთვის მოგაწვდით ინფომრაციას სამუშაოების შესახებ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ნახეთ: ასეთი იქნება ახალი იპოდრომი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თბილისს უსასყიდლოდ გადასცა – ფოტო











