კომპანიებს, რომლებსაც მიენიჭება საერთაშორისო კომპანიების სტატუსი, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ეს არის როგორც საშემოსავლო, ისევე მოგების გადასახადზე შეღავათები, დაახლოებით ეს მცირდება 5%-მდე. ეს არის მნიშვნელოვანია, რადგან პოსტპანდემიურ პერიოდში გლობალური კონკურენცია იქნება მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ქართულ კომპანიებს, მიიღონ ეს სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს ვუქმნით კომფორტულ პლატფორმას იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე აიტი კომპანიები.











