საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქციას მართავენ.
აქციაზე იმყოფება ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე.
აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ მელაშვილი და ილიჩოვას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი კარტოგრაფების დაკავების საქმეში რუსულ კვალს ხედავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.











