ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია საქალაქო სასამართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.
მესამე სექტორი 20 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული აქტივისტებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საქმე ეხება სამი აქტივისტის საქმეს, თუმცა საია-ში განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და ორგანიზაცია ზიანის ანაზღაურებას სხვა დაშავებულებისთვისაც მოითხოვს.
“საია” მთავარ მტკიცებულებად სამედიცინო დასკვნას ასახელებს, რომელიც, მათი თქმით, დაზარალებულებისთვის მიყენებულ ზიანს ადასტურებს.











