აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ტრამპი ქრისტიანობისა და ბიბლიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.
მას შემდეგ, რაც ტრამპი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ბიბლიით ხელში ქუჩაში გავიდა და იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ინფორმაციას ამის შესახებ SKY NEWS-ი ავრცელებს.
„რელიგიური ლიდერების აღშფოთებამ ცხადყო, რომ ამ ქმედებით ტრამპმა ვერავინ გაასულელა“,- განაცხადა კლინტონმა.
კლინტონის თქმით, ტრამპს ბიბლია არასდროს წაუკითხავს და შესაბამისად ბიბლიაში დაწერილზეც ვერაფერს იტყვის.











