„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია პოროშენკოს წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკური საქმეების გამო“,- ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებულია პოროშენკოს წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკური საქმეების გამო. ეს ბრალდებები არ უნდა აღიქმებოდეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“,- წერს ტუსკი
ცნობისთვის, 10 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ბიუროში განაცხადეს, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ წერილი გადასცეს.











