თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის. ბრიტანული გამოცემა Wanderlust-ი საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
თბილისის იდენტურობის საფუძველი მისი ისტორიაა: აქ ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, ლოცულობდნენ და იბრძოდნენ ადამიანები.
გასაგებია თუ რატომ სურდათ საქართველოს ძლიერ მეზობლებს – სპარსელებს, თურქებსა და რუსებს – ამ მიწის დაუფლება. ბევრმა მათგანმა წარმატებიას მიაღწია, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ქართველები გადარჩენის ოსტატები იყვნენ.
თბილისის მულტიკულტურალიზმი საფუძვლად უდევს მის ხელოვნებას, არქიტექტურასა და შემოქმედებით სტილს. თბილისს უყვარს განსხვავებულობა. მოემზადეთ გაოცებისთვის.











