სომხებმა ქალაქ ტერტერში სასაფლაო დაბომბეს, დაღუპულია 3 და დაშავებულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 3.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება.











