fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შსს-მ ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი ადამიანი ამხილა

21:28 ოქტომბერი 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ამის შესახებ განცხადება შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის ფანჯრის მინაზე გაკრული ბანერი უცნობმა პირმა დააზიანა. შეტყობინების ინიციატორი იყო პარტია „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე.

სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს შემოსულ შეტყობინებაზე და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების საფუძველზე, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ამხილა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ., რომელმაც პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისის შენობის ფანჯრის მინაზე გაკრულ ბანერს აგური ესროლა და დააზიანა. ასევე, დადგენილ იქნა, რომ მიყენებული ზარალი 80 ლარს შეადგენს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მხილებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საქმის მასალები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა, მ.გ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტად განხილვის მიზნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.გ.-ს მიერ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ევროპული საქართველოქუთაისიშინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა

სექტემბერი 11, 2021
770
პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” “ოცნებას” თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლისა და დევნის ფაქტში ადანაშაულებს

სექტემბერი 5, 2021
765
პოლიტიკა

“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები წარადგინა

აგვისტო 16, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია