საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიან შეკრებას ეხმაურება. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვირუსის მხარეს დგას.
„ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ ნაცები ვირუსის მხარეს დგანან!“, – აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.











