თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა ყირიმს რუსეთის რეგიონად არასდროს აღიარებს და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს განცხადება მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა
„თურქეთი უკრაინას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკვანძო ქვეყნად განიხილავს. ამიტომაც ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს მის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის სუვერენიტეტს“ – თქვა ერდოღანმა.
მანვე განმარტა, რომ ანკარა ნახევარკუნძულის „ანექსიას“ ვერ აღიარებს და უკრაინასთან ერთად მხარს დაუჭერს ყირიმელ თათრებს.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს პროექტ „ყირიმის პლატფორმაში“ მონაწილეობის მზაობისთვის. ეს პროექტი ყირიმის უკრაინის ფარგლებში დაბრუნებისკენ არის მიმართული.











