სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, კი დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა.








