ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არის კორონავირუსის ვაქცინის შექნის ალბათობა 6%. როგორც მან “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა, ვაქცინის შექმნას კარგი ფინანსური რესურსი და საკმაოდ დიდი დრო სჭირდება
„ეს ჩემი სტატისტიკა არ არის. ეს არის გლობალურად ცნობილი სტატისტიკა. ნებისმიერი ვაქცინის შემუშავებას ერთი მილიარდიდან ხუთ მილიარდამდე თანხმა სჭირდება. რაც შეეხება დროს – საშუალოდ ორი წლიდან ხუთ წლამდე. ვაქცინების 94% არ მტკიცდება, ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ დებენ ფულს ვაქცინებში. ვაქცინა იქნება, მაგრამ როდის არავინ ვიცით”- განაცხადა ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუ იხილეთ სრულად აქ










